რუმინელი ჟურნალისტის პოლ რადუს ტრენინგი საგამოძიებო ჟურნალისტიკის თანამედროვე მეთოდოლოგიაზე

31.01.2011

სტუდია ,,მონიტორის” ჟურნალისტებისა და საქართველოს საზოგადოებრივი ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საგამოძიებო ჟურნალისტიკის თანამედროვე მეთოდოლოგიაზე ტრენინგის ჩასატარებლად, ფონდ ,,ღია საზოგადოება-საქართველოს” მედიაპროგრამამ საქართველოში მოიწვია რუმინელი ჟურნალისტი პოლ რადუ.

პოლ რადუ არის გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის წევრი და რუმინეთის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრის თანადამფუძნებელი. 

ფონდისვე დაფინანსებით ქართულ ენაზე ითარგმნა პოლ რადუს სახელმძღვანელო გამოძიებით ჟურნალისტიკაში  – ,,ფულის კვალდაკვალ: ციფრული გზამკვლევი კორუფციის გამოსავლენად” (Follow the Money: A Digital Guide for Tracking Corruption).  სახელმძღვანელოს ქართული თარგმანი აიტვირთება საგამოძიებო ჟურნალისტთა ასოციაციის ვებ გვერდზე.

ამა წლის 2 თებერვალს, 16.30 საათზე კლუბ ”ფრონტლაინ ჯორჯია”-ში  (მისამართი ბროსეს ქ. N6) შედგება აღნიშნული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია, რომელზეც თავად ავტორი -პოლ რადუ   ისაუბრებს საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებისა და ინტერნეტზე დაფუძნებული ანალიზის შესახებ.