22 ოქტომბერს, სამშაბათს, 11 საათიდან მუშაობას დაიწყებს საარჩევნო მედიაცენტრი, რომლის მეშვეობით არასამთავრობო ორგანიზაციები ჟურნალისტებს უწყვეტ რეჟიმში მიაწვდიან საარჩევნო პროცესზე დაკვირვების შედეგებს.
მედიაცენტრში მუშაობა ნებისმიერ მსურველ ჟურნალისტს შეეძლება. შესაძლებელი იქნება პირდაპირი ჩართვების გაკეთებაც.
მედიაცენტრის მისამართია: ქობულეთის 34/36, მეოთხე სართული.
მედიაცენტრის მეშვეობით დეტალურად შუქდებოდა გასული წლის საპარალამენტო არჩევნებიც.