სადისკუსიო შეხვედრა თემაზე: დამოუკიდებლად ცხოვრება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა

03.11.2010

21 ოქტომბერს ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში გაიმართა დისკუსია თემაზე: “დამოუკიდებლად ცხოვრება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა”. გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-19 მუხლის განხორციელება საქართველოში – არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის მე-19 მუხლი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას უთანასწორებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემში ცხოვრებასა და თემის წევრობაზე უფლებას. ეს მუხლი იმოქმედებს, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების ინსტიტუციური მოდელების ამკრძალავი მექანიზმი და თემში ცხოვრების უზრუნველსაყოფად ახელმწიფოს მხრიდან  ინვესტიციებს ოითხოვს.

კვლევის ანგარიში, რომელიც წარმოადგინა ორგანიზაციამ “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში” მიმოიხილავს მოქმედი კანონმდებლობისა და პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების შესაბამისობას კონვენციის მე-19 მუხლის მოთხოვნებთან; ასევე ამ მუხლის განხორციელებასთან დაკავშირებით არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს და განსაზღვრავს რეფორმის სფეროებს:

საცხოვრებელი ადგილის არჩევანი და არჩევანის თავისუფლება – ვისთან უნდა იცხოვროს პირმა; როგორია თემში ცხოვრების მხარდამჭერი სერვისების ხელმისაწვდომობა და ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქართველოში.

საერთაშორისო სამართალმა პირველად ამ კონვენციის მე-19 მუხლით ღიად და ცხადად აღიარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემში ცხოვრების უფლება ადამიანის უფლებად. აღიარებს თუ არა საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა ამ უფლებას ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის? ასახულია თუ არა კანონმდებლობაში შეზღუდული ფსიქიკური ჯანმრთელობის შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა? დისკუსია ამ და სხვა საკითხების ირგვლივ გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის ოფისის, ჯანდაცვის სამინისტროს და პარლამენტის ჯანდაცვის და იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლები, საავამდყოფოს მენეჯერები, ექსპერტები, ღია საზოგადოების ინსტიტუტის ადგილობრივი და ბუდაპეშტის ოფისის წარმომადგენლები.

პროექტს აფინანსებს ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” და ახორციელებს “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი”.