სადისკუსიო შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით
მედია კლუბის ინიცირებითა და ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” ორგანიზებით ორშაბათს, 19 ოქტომბერს, “შერატონ მეტეხი პალასში” სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებულ სადისკუსიო შეხვედრას გამართავენ.
შეხვედრას დაესწრებიან მედია კლუბის წევრები: ნინია კაკაბაძე, ლაშა ბაქრაძე, შორენა შავერდაშვილი და წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებამ ჩამოაყალიბოს საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება მიმდინარე საკითხთან მიმართებაში.
შეხვედრა გაიმართება “შერატონ მეტეხი პალასში“, 19 ოქტომბერს, ორშაბათს, 17:00სთ–ზე.
თამარ ქალდანი
ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პროგრამა