საერთაშორისო ექსპერტები საზოგადოებრივი აზრის წინასაარჩევნო კვლევებზე საქართველოში

19.06.2013

საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების მსოფლიო ასოციაციამ (ESOMAR) და საზოგადოებრივი აზრის კვლევების მსოფლიო ასოციაციამ (WAPOR)   ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს” და ღია საზოგადოების ანალიტიკური ცენტრების ფინანსური მხარდაჭერით გამოაქვეყნეს ანგარიში “საზოგადოებრივი აზრის კვლევის როლის გაძლიერება საქართველოში”.

ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს საპრეზიდენტო  არჩევნებთან დაკავშირებული კვლევების სანდოობა შეიძლება  კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, თუ  2012 წლის წინასაარჩევნო გამოკითხვების პრაქტიკა კვლავ გაგრძელდება.    

ანგარიშის მიხედვით, სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო გამოკითხვების მონაცემები განსხვავდებოდა როგორც ერთმანეთისგან, ისე რეალური შედეგისგან. 

ანგარიშში ხაზგასმულია ის ფაქტორები,  რომელმაც  გაართულა2012 წლის საარჩევნო შედეგების პროგნოზირება. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა  განსხვავებულმა მეთოდოლოგიამ და გამოკითხვების ჩატარების დრომ:  კერძოდ, როდის და როგორ უსვამდნენ რესპონდენტებს შეკითხვას და როგორ ახდენდნენ ორგანიზაციები იმ რესპონდენტების ხმების გადანაწილებას, რომელთაც არ ჰქონდათ მიღებული გადაწყვეტილება.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც გავლენა მოახდინა ელექტორატის საბოლოო გადაწყვეტილებაზე, იყო ციხის კადრების გასაჯაროება არჩევნებამდე ორი კვირით ადრე.

საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელის, კეტლინ ფრანკოვიჩის თქმით,  „ანგარიშში მოცემულიამნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომელთა განხორციელება აუცილებელია თუ გვსურს, რომ  ოქტომბერში დაგეგმილ  საპრეზიდენტო არჩევნებში  თავი ავარიდოთ  მსგავს პრობლემებს”.  

ანგარიშის ბოლოს წარმოდგენილია ექსპერტთა  რეკომენდაციები საზოგადოებრივი აზრის კვლევის ხარისხის გაუმჯობესებისათვის.  ექსპერტთა რჩევით, გამოყენებული მეთოდების  გასაჯაროება და კვლევითი ორგანიზაციების მიერ მეთოდოლოგიების შეთანხმება ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი აზრის კვლევის  სტანდარტების დახვეწას, საზოგადოების ნდობის  გაძლიერებას და  რესპონდენტთა უფრო აქტიურ მონაწილეობას გამოკითხვებში. 

“ჩვენ გვინდა, რომ ამ კვლევაზე დაყრდნობით ვთხოვოთ კვლევით ორგანიზაციებს, რომ გამჭვირვალე გახადონ მეთოდოლოგიები და იხელმძღვანელონ საერთო სტანდარტებით, რომ მომავალში არ მოხდეს თავად კვლევის დისკრედიტაცია”- ამბობს ქეთი ხუციშვილი, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ აღმასრულებელი დირექტორი.

 

###

შენიშვნები:

1.       2013 წლის გაზაფხულზე  ფონდმა „ღია საზოგადოება -საქართველომ” და ანალიტიკური ორგანიზაციების ფონდმა, ESOMAR-თან, WAPOR-თან და მკვლევარების საერთაშორისო ასოციაციებთან ერთად, მოიწვია საერთაშორისო ექსპერტების  ჯგუფი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩატარებული კვლევების შეფასების და  რეკომენდაციების გაწევის მიზნით, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოში კვლევების ჩატარების, გამოქვეყნებისა და გამოყენების ხარისხის გაუმჯობესებას და ზემოაღნიშნულ საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას. 

 

2.       გამოკითხულ  იქნა საქართველოს არჩევნებთან და საზოგადოებრივი აზრის კვლევებთან ასოცირებული 40-ზე მეტი ადამიანი. გამოკითხვების შეფასების პროცესში ექსპერტთა ჯგუფმა შეისწავლა ისეთი საკითხები, როგორიცაა რესპონდენტების გამოკითხვებში მონაწილეობის სურვილის არქონა,  გამოკითხვების ჩატარების დაბალი ხარისხი, გამოკითხვების შედეგების გაშუქება მასმედიის საშუალებებში და საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა.დეტალური შედეგები და კვლევაში გამოყენებული მეთოდოლოგია იხილეთ ანგარიშში.

 

ანგარიში სრულად ინგლისურ ენაზე ნახეთ აქ. 

ანგარიშის მოკლე ვერსია ქართულ ენაზე (სრული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება 1 ივლისიდან)