ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ფინანსური მხარდაჭერით გამოვიდა
ქართულ_ინგლისურ-გერმანულ-ფრანგულ-რუსული
საერთაშორისო სამართლის ლექსიკონი.
ლექსიკონი მომზადდა და გამოიცა არასამთავრობო ორგანიზაცია “ინტერლო”-ს მიერ.
საერთაშორისო სამართლის ხუთენოვანი ლექსიკონი შეიცავს 1000 ტერმინს ხუთ ენაზე – ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებზე. ტერმინები ძირითადად საერთაშორისო სამართლის სფეროდანაა აღებული, მაგრამ მკითხველი ლექსიკონში იპოვის ტერმინებს სამართლის სხვა დარგებიდანაც (საკონსტიტუციო სამართალი, სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, სამოქალაქო სამართლის პროცესი, ადმინისტრაციული სამართალი და სხვა).
ლექსიკონი განკუთვნილია ფართო პროფილის იურისტებისათვის, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებისათვის, მათთვის, ვინც დაინტერესებულია საერთაშორისო დიპლომატიური პრაქტიკით. ლექსიკონი დახმარებას გაუწევს სტუდენტებს, უცხო ენის სპეციალისტებს, სახელმწიფო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
მთავარი რედაქტორები: მარინა კვაჭაძე, იურიდიულ მეცნ. დოქ., პროფ., ნუნუ კაპანაძე, ფილოლოგიის მეცნ. კანდიდატი.
ლექსიკონის შემდგენელები:
ქართული და რუსული ენები: ლევან გიორგაძე, ავთანდილ დემეტრაშვილი, იურიდიულ მეცნ. დოქ., პროფ., მარინა კვაჭაძე, იურიდიულ მეცნ. დოქ., პროფ., ირაკლი შაფაქიძე, იურიდიულ მეცნ. დოქ., პროფ.
ინგლისური ენა: კონსტანტინე კორკელია, იურიდიულ მეცნ. დოქ., პროფ., ნათია ნიშნიანიძე, ფილოლოგიის მეცნ. კან., მანანა მაჭავარიანი, ფილოლოგიის მეცნ. კან.
გერმანული ენა: გაგა გაბრიჩიძე, იურიდიულ მეცნ. კან., ნუნუ კაპანაძე, ფილოლოგიის მეცნ. კან., ნინო ქიმერიძე, ფილოლოგიის მეცნ. კან., თამარ ჩახნაშვილი, მზია ჩხარტიშვილი.
ფრანგული ენა: ზურაბ ბურდული, ევროპის ქვეყნების საჯარო სამართლის მაგისტრი, გიული კალატოზიშვილი, გივი სიდამონიძე, თამარ ქარსაულიძე, მაკა ძამუკაშვილი, ევროპის ქვეყნების საჯარო სამართლის მაგისტრი.
კომპიუტერული უზრუნველყოფა: ლალი კურდღელაშვილი, ნათია მეტრეველი.