საქართველოს რეფორმების ასოციაცია, მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ევროკავშირის მობილურ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით – პროექტის ,,ერთად შევეგებოთ ევროპას” ფარგლებში, ქვემო-ქართლის რეგიონში, გამართავას შეხვედრებს მოსახლეობასთან და მიაწვდის მათ ინფორმაციას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. კამპანიის დროს დარიგდება პრომომასალა და გარდაბნის (10:30 საათზე) და დმანისის (18:00 საათზე) ახალგაზრდულ ცენტრებში ნაჩვენები იქნება მოკლემეტრაჟიანი, ანიმაციური ფილმები ევროკავშირსა და ასოცირების შეთანხმების შესახებ.
საინფორმაციო კაპმანიის ფარგლებში დაგეგმილია ვიზიტი შემდეგ რაიონოლ ცენტრებსა და სოფლებში: ქ. გარდაბანი, სოფ.: ქესალო, ნაზარლო და ვახტანგისი, ქ. მარნეული, სოფ.:იმირი, შულავერი, გიორახი, სარალი, ქ. ბოლნისი, სოფ.: ნახიდური, კიზილაჯლო, ქ. დმანისი, სოფ.: ტუნირი.
აღნიშნული აქტივობა ტარდება პროექტის „რატომ ევროპა?-ეთნიკური უმცირესობები ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს რეფორმების ასოციაცია ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” ხელშეწყობით, „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში” პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG).
მარშრუტის განრიგი.
საკონტაქტო პირი: დენოლა ჩხარტიშვილი 593 92 57 67, ნათია ღვინჯილია 557 17 85 57