საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტები ახალ დოკუმენტურ ფილმში

14.12.2012

13 დეკემბერს მაღაზია “ლიგამუსში” გაიმართა ფილმის ჩვენება “საკუთრების დაუცველი უფლება საქართველოში”.

ფილმში ასახულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში იმ დაზარალებული პირების ისტორიები, რომლებსაც ხელისუფლების წარმომადგენლები მუქარის გზით აიძულებდნენ საკუთარი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემას, ჩუქებას ან სხვა გზით ჩამორმევას.   

ფილმი მომზადებულია ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ ინიცირებული და დაფინანსებული კოალიციური პროექტის ფარგლებში, რომელიც 2010 წლიდან მიმდინარეობს და  მიზნად ისახავს საქართველოში საკუთრების ხელყოფის ფაქტების გამოვლენასა და მათ პრევენციას. პროექტის შედეგად გამოვლინდა სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისთვის მუქარითა თუ სხვა გზით ჩამორთმეული საკუთრების ასეულობით შემთხვევა. ყველა ეს შემთხვევა გადაგზავნილია პროკურატურაში და ზოგიერთ მათგანზე უკვე მიმდინარეობს გამოძიება.

ნახეთ ფილმი.