სამართლებრივი ორგანოების საქმიანობის ანალიზი – ანგარიშის ძირითადი მიგნებები

29.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა გააანალიზა კანონის უზენაესობის ცენტრმა. ანგარიშის ძირითადი მიგნებები შემდეგ საკითხებს ებმის:

  • აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობა და არასათანადო მოპყრობა
  • სახელმწიფოს რეაგირება სამართალდამცავთა უკანონო ქმედებებზე
  • სახელმწიფოს რეაგირება ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მათ საქმიანობაში ხელისშეშლაზე
  • რეპრესიები აქციის მონაწილეების მიმართ

კანონის უზენაესობის ცენტრის მიზანი იყო, მოეკვლია მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ სახელმწიფოს მიერ გამოყენებული არაპროპორციული ძალისა და სისტემური ძალადობის შემთხვევები, შეეფასებინა სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულებსა და სხვა კანონდარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების პოლიტიკა და გაეანალიზებინა აქციის მონაწილეთა მიმართ სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმები.

კვლევა აანალიზებს საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტებს, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებსა და სხვა კანონდარღვევებს; სამართალდამცავი ორგანოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას/მონაცემებსა და ანგარიშებს; ადვოკატების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გამოცდილებას, სისხლის სამართლის საქმეებს, ადმინისტრაციულ საქმეებს, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებებს, სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და ანგარიშებს.

საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.