”სამოქალაქო საზოგადოების და ხელისუფლების თანამშრომლობის ხელშეწყობა კახეთის რეგიონში”

21.01.2010

“სამოქალაქო საზოგადოების და ხელისუფლების თანამშრომლობის ხელშეწყობა კახეთის რეგიონში” ფონდის  “ღია საზოგადოება – საქართველო” და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის პარტნიორულ პროექტს წარმოადგენს, რომელიც ამჟამად ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. მისი ინიცირება ერთი მხრივ კახეთის ადგილობრივი ადმინსტრაციის და ფონდის კანონის უზენაესობის პროგრამის, მეორე მხრივ კი – “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან” თანამშრომლობით მოხდა.

დღეისათვის პროექტის ფარგლებში გამოცხადებულია 2 კონკურსი, რომელთა მიზანი კახეთში ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციებისაგან შემდგარი კოალიციის და სხვა მონაწილეების შერჩევა წარმოადგენს.

აღნიშნულ კონკურსთან დაკავშირებით ა.წ. 6 ივნისს თელავის სამხარეო ადმინისტრაციაში, ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის თანმშრომლების ხელმძღვანელობით და მონაწილეობით, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან  და კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს თანამშრომლებთან საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდა.  შეხვედრის მიზანს კონკურსში მონაწილეობის მსურველების კონსულტაცია და პარტნიორული პროექტის ძირითადი მიზნების გაცნობა წარმოადგენდა.

კონკურსის შედეგად გამარჯვებული კახეთის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან შემდგარი კოალიცია გრანტის სახით 6 000 აშშ დოლარს მიიღებს. გამარჯვებული კოალიციის და სხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, თელავის უნივერსიტეტის და კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს თანამშროლებთან ერთად  მომზადებას გაივლიან ისეთ საკითხებში, როგორიცაა სტრატეგიული დაგეგმვა, პროექტის შემუშავება და მენეჯმენტი, კომუნიკაცია და სხვა. ტრეინინგების პირველი ციკლი თელავში 28-30 ივნისს  ჩატარდება.

პარტნიორული პროექტი ღონისძიებების მთელ რიგს ითვალისწინებს და მის ფარგლებში ჩატარებული ტრეინინგები, საჯარო შეხვედრები, სასწავლო ვიზიტი დაეხმარება კახეთის რეგიონში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ჩაერთონ   ადგილობრივი პოლიტიკის განსაზღვრაში და ეფექტური ადმინისტრირების დაგეგმვაში, ისწავლონ და სწორად გამონახონ დონორებთან, საზოგადოების ფართო ფენებთან  თუ ხელისუფლებასთან  ურთიერთობების ადეკვატური და ეფექტური ფორმები.