ბათუმის ძველი უბნების შენარჩუნების და რესტავრაციის, ქალაქის ცენტრის განვითარების და არსებული პრობლემების ირგვლივ გაიმართა დისკუსია ბათუმის ობმუცმენის ოფისში ჩატარებულ შეხვედრაზე პარასკევს, 31 ოქტომბერს.
შეხვერდის ორგანიზატორი, ადამიანთა უფლებების დაცვის რეგიონული ცენტრი, 2008 წლის 1 მარტიდან ფონდის “ღია საზოგადოება -საქართველო” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “ძველი ბათუმი”. პროექტის მიზნებია დადგინდეს ბათუმის განაშენიანების, გეგმარებისა და განვითარების სპეციფიკა; ხელი შეუწყოს ძველი ბათუმის ისტორიული, კულტურული, არქიტექტურული ღირებულებების, იერ-სახის დაცვასა და განვითარებას; ასევე უზრუნველყოს ძველი ბათუმის რეაბილიტაციისა და განვითარების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა.
შეხვედრაზე, რომელსაც ბათუმის მერიის , საკრებულოს, ისტორიული მუზეუმის წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ, პროექტის პირველი ეტაპის შედეგად მოპოვებული და შესწავლილი ისტორიული მასალის წარდგენა და განხვილვა მოეწყო.
ძირითადი საკითხები, რომელთა იგვლივ დისკუსია გაიმართა, იყო ის პრინციპები თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქ ბათუმის, როგორც ტურისტული ცენტრისა და კურორტის განვითარებასთან ერთად, მისი ძველი ისტორიული ნაწილის შენარჩუნება.
ლანა ღვინჯილია მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა |