საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის არჩევნებთან დაკავშირებით, ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო” და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”ორგანიზებით, 4 აგვისტოს, 17:00 სთ-ზე, სასტუმროში “შერატონ მეტეხი პალასი” გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების შეხვედრა დირექტორობის კანდიდატებთან, სადაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა კანდიდატთა ხედვას და დაესვა კითხვები.
შეხვედრას ესწრებოდა დირექტორობის 11 კანდიდატი: ზვიად ქორიძე, ლალი მოროშკინა, ეროსი კიწმარიშვილი, მარინა სალუქვაძე, ბაჩუკი ბახტაძე, თეიმურაზ ქორიძე, ზურაბ მაღალაშვილი, მერაბ კელენჯერიძე, მარეხ ჩოფიკაშვილი, გიორგი კაჭარავა, თამაზ ბიბილური.
შეხვედრაზე დამსწრე კანდიდატებმა მიიღეს სპეციალური მიმართვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სახელზე, რომელშიც მოითხოვეს კანდიდატებთან გასაუბრების საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაცემა.
5 აგვისტოს მიმართვა ოფიციალურად ჩაბარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის კანცელარიას.
ლანა ღვინჯილია
მედიის მხარდაჭერის პროგრამა