სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის ასისტენტის ვაკანსია

27.01.2010

 

ფონდიღია საზოგადოებასაქართველოაცხადებს კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის ასისტენტის თანამდებობაზე



თანამდებობა
: სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის  პროგრამის ასისტენტი

უშუალო ხელმძღვანელი: სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერი

ძირითადი ფუნქციები პროგრამის ასისტენტის სამუშაო ზოგადად მოიცავს  სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის  ადმინისტრაციული და პროგრამული საქმიანობის ორგანიზებას ფონდის მისიისა და სტრატეგიის შესაბამისად. პროგრამის ასისტენტი ანგარიშვალდებულია სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერის წინაშე და ასრულებს მოვალეობას საქართველოს კანონმდებლობისა და ფონდში მოქმედი შინაგანაწესის, ინსტრუქციების / პროცედურების საფუძველზე.     

ძირითადი მოვალეობები: 
§   პროგრამის პროგრამულ-ადმინისტრაციული ასისტირება;
§   პროგრამის საკონტაქტო პირის მოვალეობის შესრულება;
§   პროგრამასთან საქმიანი კავშირების მქონე ორგანიზაციებისა და კერძო პირების მონაცემთა ბაზის შექმნა, განახლება და დამუშავება;
§   პროგრამის კორესპონდენციის მიმოქცევისა და კომუნიკაციის უზრუნველყოფა. სათანადო ინფორმაციის შეგროვების და განახლების უზრუნველყოფა. პროგრამის საჭიროებიდან გამომდინარე აუცილებელი დოკუმენტაციის შენახვის ორგანიზება;
§   პროგრამის საქმიანობის შესახებ სანდო ინფორმაციის ფლობა;
§   დოკუმენტაციისა და შეხვედრების თარგმნა;
§   სხდომის მდივნის ფუნქციის შესრულება და შესაბამისი ოქმის მომზადება;
§   პროგრამის ანგარიშების მომზადებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
§   ფონდის ვებ-გვერდის განახლება პროგრამის საქმიანობის მიმართულებით;
§   სემინარების, ტრენინგებისა და კონფერენციების დაგეგმვა და ორგანიზება;
§   პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის ტექნიკური უზრუნველყოფა;
§   პროგრამის სტუმრების მიღების ორგანიზება;
§   თანამშრომელთა და გრანტის მიმღებთა მგზავრობის ორგანიზება;
§   გრანტების მენეჯმენტის სისტემის პროგრამაში  (GMS ME) ოპერაციების განხორციელება;
§   სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს ფონდისა და პროგრამის მიზნებიდან.

კანდიდატი შეირჩევა შემდეგი ძირითადი მოთხოვნების მიხედვით:

განათლება უმაღლესი განათლება ჰუმანიტარულ დარგში.

გამოცდილება, პრაქტიკული ცოდნა და უნარჩვევები:
§   ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
§   არასამთავრობო ორგანიზაციაში ან ორგანიზაციებთან მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
§   საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
§   დოკუმენტაციასთან და კორესპონდენციასთან მუშაობის გამოცდილება;  
§   ოფისის საქმიანობის ადმინისტრირების გამოცდილება;
§   საქმიანობის ორგანიზების უნარი;
§   დროის სწორი განაწილებისა და საქმიანობებისთვის პრიორიტეტის სწორად მინიჭების უნარი;
§   კომუნიკაბელურობა;
§   დისციპლინირებულობა;
§   სტრესული სიტუაციების მიმართ მდგრადობა;
§   გუნდური მუშაობის უნარი.

განაცხადი: კონკურში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი და ავტობიოგრაფია – CV  ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ჭოველიძის 10.

განაცხადის
წარმოდგენის ბოლო ვადა: 2009 წლის 2 მარტი  შერჩევის პროცედურა: კანდიდატთა შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. კონკურსის მონაწილეები გაივლიან ტესტირებას. ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებსაც ტესტირებაზე მიიწვევენ.