
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლებმა სალომე ნამიჭეიშვილმა და ნინო შატბერაშვილმა აუდიტორიას გააცნეს პროექტის ფარგლებში მომზადებული სოციალური მუშაობის სიტუაციური ანალიზი და სახელმძღვანელო – “სოციალური მუშაობა და სოციალური ადვოკატობა”.
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია წარმოადგენს პროფესიულ ერთობას, რომელიც აერთიანებს ქვეყანაში არსებულ სოციალურ მუშაკთა უმრავლესობას და ერთერთ უმთავრეს მიზნად ისახავს მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სოციალური მუშაობის, როგორც პროფესიის განვითარების ხელშეწყობას სხვადასხვა სფეროსა და სექტორში” – აღნიშნავს ასოციაციის თავმჯდომარე სალომე ნამიჭეიშვილი.
ასოციაციის ინიციატივით შექმნილი ქსელი სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორს შორის სხვადასხვა სოციალური საკითხების განხილვის პლატფორმაა. ქსელის წევრები არიან 22 არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაცია, რომლებიც შემდეგ სფეროებში მუშაობენ: ბავშვთა დაცვა, ზიანის შემცირება, ქალთა დაცვა ძალადობისაგან, ფსიქიკური ჯანმრთელობა და შეზღუდული შესაძლებლობა, წამება და ადამიანის უფლებები, ხანდაზმულთა დაცვა, სოციალური დაცვა და პროფესიული განვითარება.
პროექტის ფარგლებში სოციალური ადვოკატობის საკითხებზე გადამზადდა დაახლოებით 190 სოციალური მუშაკი სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორებიდან.
კონფერენციაზე გაიმართა პარალელური სამუშაო შეხვედრები შემდეგ თემებზე: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვა და სოციალური მუშაკები და ხანდაზმულების უფლებების დაცვა და სოციალური მუშაკები. ასევე, მოხდა სოციალური მომსახურების ეთიკური სახელმძღვანელო პრინციპების სამუშაო ვერსიის განხილვა.
აქვე შეგიძლიათ ნახოთ დოკუმენტები:
“სოციალური მუშაობის სიტუაციური ანალიზი”
“სოციალური მუშაობა და სოციალური ადვოკატობა” (სახელმძღვანელო)
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.