სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის წარდგენა

02.12.2010

საქართველოს სამხედრო ჟურნალისიტიკის განვითარების ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება სამხედრო-პოლიტიკური პროცესების შესახებ, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირების ხელშეწყობა, – ეს იმ მიზნების მოკლე ჩამონათვალია, რომელიც გაცხადებული აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციას”.

ასოციაციის დამფუძნებლები და წევრები არიან: გიორგი ცხვიტავა, კობა ლიკლიკაძე და ირაკლი ალადაშვილი. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის ჩამოყალიბება პირველად მოხდა. ასოციაციამ შექმნა პირველი სამუშაო ვებ გვერდი მისამართზე www.miljournalists.ge, რომლის პრეზენტაციაც 30 ნოემბერს, ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფიდში გაიმართა. ვებ გვერდზე განთავსებულია სხვადასხვა ტიპის ახალი ამბები, ანალიტიკური მასალები და ბლოგები. საერთო ჯამში 80 მასალამდე, აქედან 12 ავტორის 40 სტატია მხოლოდ საქართველოს შესახებ, გარდა ამისა უცხოეთის სიახლეები და სტუდენტური ბლოგები.

ასოციაციამ გაავრცელა რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება ავღანეთში დაღუპულ საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ.