2008 წლის მშვიდობისა და ადამიანის უფლებების სამხრეთ კავკასიური ფესტივალი “მე – ადამიანი” 14 აპრილს ზუგდიდში გამართული სამ დღიანი პროგრამით დაიწყო.
ფესტივალი ზუგდიდში ადგილობრივმა ასოციაციამ “ჯანმრთელი მომავალი”
(ორგანიზატორი ეკა ჯაბუა) მიიწვია.
საფესტივალო გუნდი – მარტინა ტიხოვი (პროექტის კოორდინატორი), თამარ გურჩიანი (კოორდინატორის ასისტენტი), ირაკლი მეფარიშვილი (ტექნიკური ასისტენტი) და ზუგდიდში ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლოლიტა გუნავა სამეგრელოში წინა საღამოს ჩავიდა.
ფესტივალს უამრავი ზუგდიდელი და იქ მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ელოდა.
ფესტივალის გამართვა იგეგმებოდა ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლის შენობაშიმაგრამ წინა ღამით სკოლის დირექტორმა დაარღვია ორგანიზატორებისათვის ადრე მიცემული პირობა და უარი თქვა ფესტივალის მიღებაზე.
ფესტივალი “ავანგარდის” დარბაზში გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი დათქმულ ადგილას ვერ ჩატარდა,ორგანიზატორებმა მოახერხეს ახალი მისამართის შესახებ ინფორმაციის დროული გავრცელება.
ფესტივალმა “მე – ადამიანი” მოლოდინი არ გაუმტყუნა მაყურებელს, მათი შეფასებით ფილმებიც საინტერესო იყო და დისკუსიაც, რომელიც ფილმების ჩვენების შემდეგ იმართებოდა. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ სპეციალურად სადისკუსიოდ თბილისიდან მიწვეული სტუმრები, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი და ფსიქოლოგი თათა ქარსელაძე.
მიხეილ მირზიაშვილი
ინტეგრაციისა და სამოქალაქო განათლების პროგრამა