სამხრეთ ოსეთის რეგიონში ბიზნეს-საკონსულტაციო ცენტრები შეიქმნება

21.01.2010

ფონდის ,,ღია საზოგადოება – საქართველო” ეკონომიკური განვითარების პროგრამის  ფარგლებში მიმდინარეობს შიდა პროექტი “სამხრეთ ოსეთში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა”.
პოექტის ფარგლებში განხორციელდა სასწავლო კურსი, რომელიც მოიცავდა ორთვიან ინტენსიურ ტრეინინგს ბიზნეს-საკონსულტაციო ცენტრის ფუნქციონირების შესახებ.
სასწავლო კურსში მონაწილეობდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები შვიდი მონაწილე, რომელთაც ტრენინგები თბილისის გარდა საქართველოს რამოდენიმე ქალაქში – ახალციხეში, ახალქალაქსა და ბათუმში  ჩაუტარდათ.
ტრეინინგის მონაწილეებს  შეხვედრები ჰქონდათ მცირე ბიზნესში დასაქმებულ მეწარმეებთან. მათ რამოდენიმე მცირე საწარმო მოინახულეს.
ტრეინინგის ბოლო ეტაპზე მონაწილებმა შეადგინეს ბიზნეს-საკონსულტაციო ცენტრის შექმნისა და ფუნქციონირების პროექტები, რომლებშიც დეტალურად აისახა მომავალი ორგანიზაციის მიზნები, ამოცანები და საქმიანობები.