სპექტაკლი წარმოადგენდა ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” დაფინანსებული პროექტის “გზა თანასწორუფლებიანი მოქალაქეობისაკენ” ნაწილს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდთა და ახალგაზრდა მსახიობთა თანამონაწილეობის შედეგი იყო. ღონისძიებამ წარმოაჩინა ინვალიდობის მქონე პირთა შესაძლებლობები და მათი საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობა.
ფონდის ინიციატივით მიმდინარე წლის 5 მაისს აღნიშნულ სპექტაკლს დაესწრო სოციალური თერაპიის სახლის ინვალიდობის მქონე 15 ადამიანი. რომლებიც ძალიან კმაყოფილები დარჩნენ მათთვის ორგანიზებული ღონისძიებით.
ასევე აღნიშნულ დღეს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქალბატონმა ქეთი ხუციშვილმა და ადამიანური რესურსების მენეჯერმა, თინათინ თუშიშვილმა სპექტაკლის მონაწილე თითოეულ მოზარდს მოუმზადეს და გადასცეს სამახსოვრო საჩუქრები. შეზღუდული შესაძლებლობების მოზარდები ძლიან აქტიურები იყვნენ სცენაზე, სტუმრებსაც უშუალოდ და თბილად შეხვდნენ, გახარებულები და გაოცებულები დარჩნენ საჩუქრების მრავალფეროვნებით.
პროექტის “გზა თანასწორუფლებიანი მოქალაქეობისაკენ” მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდთა სოციალური ინტეგრაცია მათი ხელოვნების (დრამატული, კრეატიული აქტივობები) აქციებში თანამონაწილეობის გზით. პროექტი ითვალისწინებდა არა მხოლოდ სპექტაკლების მოწყობას, არამედ ბავშვების აქტიურ მონაწილეობას რეპეტიციების პროცესში, ხელოვნების სხვა აქციებში და შედეგად მათ რეაბილიტაციას.
პროექტის ფარგლებში შემდეგი ღონისძიებები განხორციელდა:
ნინო კიკნაველიძე
სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის ოფიცერი