
პირველი გამოცემის მთავარი თემაა უთანასწორობა და ჯინის კოეფიციენტი. ე.წ. ჯინის კოეფიციენტი (იტალიელი სტატისტიკოსის კორადო ჯინის სახელობის ინდიკატორი) საზოგადოების შემოსავლებს შორის უთანასწორობის ყველაზე გავრცელებული და ადვილად გასაგები საზომია. ჯინის დაბალი კოეფიციენტი განაწილების მაღალ 
ანგარიშის თანახმად, საქართველოს ჯინის კოეფიციენტი 40.8-ს (პროცენტს) უდრის. სურათის უკეთ დასანახად, კვლევაში ეს მონაცემი შედარებულია სხვა ქვეყნების მონაცემებთან. ამ მაჩვენებლით იგი უტოლდება ლათინური ქვეყნების ინდიკატორებს (ვენესუელა 43.4, ურუგვაი 47.1, კოლუმბია 58.5), რომელთა დამახასიათებელი ნიშანი საშუალო კლასის არარსებობა ანდა მცირერიცხოვანი საშუალო კლასია. სკანდინავიის ქვეყნებში ეს ინდიკატორი 25-ია, აფრიკის კონტინენტს შედარებით მაღალი ინდიკატორი აქვს (დაახლოებით 
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ეკონომიკური ბიულეტენი მომავალში სხვა თემებსაც შეეხება. “დღესდღეობით არ
სხვადასხვა გამოცემებში აქცენტი გაკეთდება ერთ კონკრეტულ თემაზე. განხილულ იქნება ეკონომიკის ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორებიცაა: მთლიანი შიდა პროდუქტი, მთლიანი ეროვნული შემოსავალი, სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ინფლაცია და უმუშევრობა, საგარეო ვაჭრობა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ქვეყნის ბიუჯეტი და ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხორციელება, ქვეყნის საბანკო სექტორი და ასევე, საქართველოს ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივიდან.

გამოცემები მზადდება “ღია საზოგადოების ინსტიტუტის” ინსტიტუციონალური დახმარების პროექტის ფარგლებში.
ნახეთ გამოცემის სრული ვერსია ქართულ და ინგლისურ ენებზე.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.