
აფხაზურ ენაზე საქართველოს კონსტიტუციის თარგმანი აღნიშნული პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობის ინსტიტუტის მეშვეობით განხორციელდა.
აფხაზურ ენაზე კონსტიტუციის გამოცემის გარდა, პროექტი ზემო აფხაზეთში ღონისძიებათა მთელ რიგს ითვალისწინებდა და სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდებოდა. მის პრიორიტეტებს ადგილზე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისათვის სამართლებრივი განათლების ამაღლების მიზნით ლექცია-სემინარების, შეხვედრების, საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება; ადგილობრივ მოხელეთათვის კანონმდებლობის პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევების ამაღლება; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის ახალი კანონმდებლობის გაცნობა, ადგილზე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამოყალიბება წარმოადგენდა.
მოსახლეობისათვის კონსულტაციები მათთვის აქტუალურ საკითხებზე ჩატარდა. კერძოდ: სამეწარმეო, საგადასახადო, სამოქალაქო კანონმდებლობა, 
პროექტის განმახორციელებლებმა აღნიშნეს ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” დამსახურება დანაშაულობის წინააღმდეგ ბრძოლის, კვლევისა და ახალგაზრდა კადრების აღზრდის საქმეში და აღმასრულებელ დირექტორს ბატონ დავით დარჩიაშვილს მადლიერების სიგელი გადასცეს.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.