საქართველოს პარლამენტის მშენებლობის მონიტორინგი ქუთაისში

24.04.2012

23 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  ღია საზოგადოების ფონდების მხარდაჭერით  ქ.ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მშენებლობის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა.

ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეისწავლა, თუ რამდენად კანონშესაბამისად და პროცედურების დაცვით ხორციელდებოდა სამუშაოების შესყიდვა პარლამენტის მშენებლობისათვის, რამდენად ეფექტურად და მიზნობრივად ხდებოდა გამოყოფილი თანხების ხარჯვა და სხვა.

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები, დაუსაბუთებლად გადამისამართება სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან, საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადის დარღვევა და ა.შ.

უფრო მეტი ინფორმაცია ნახეთ აქ.

ნახეთ ანგარიში სრულად.