საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სამართალი, როგორც ცალკე დისციპლინა, მხოლოდ ეხლა ყალიბდება

20.01.2010

საქართველოში, ჯანმრთელობის დაცვის სამართალი, როგორც ცალკე დისციპლინა მხოლოდ ეხლა ყალიბდება.

ჯანმრთელობის დაცვის სამართალი მსოფლიოში აღიარებული დისციპლინაა, რომელიც აერთიანებს პაციენტის და ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტის უფლებებს და ვალდებულებებს, მარგინალური ჯგუფების უფლებებსა და თავისუფლებებს, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედ კანონმდებლობას, სასამართლო საქმისწარმოებას, ზიანის ანაზღაურების პრინციპებს და სხვ.   

ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” პროექტის – “კანონი, მედია და ჯანმრთელობა”  ფარგლებში დაწყებულია მუშაობა სახელმძღვანელოზე “ჯანდაცვის სამართალი”.  ა.წ 17,18 ნოემბერს დაბა გუდაურში  გამართულ სამუშაო შეხვედრაზე შემუშავდა სახელმძღვანელოს სტრუქტურა და შინაარსი. აღნიშნული სახელმძღვანელო დაეხმარება იურისტებს იხილონ სრული კანონმდებლობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, კანონმდებლობის მუხლების განმარტებებითა და კომენტარებით.   

სახელმძღვანელოზე მუშაობენ:

ნინო კიკნაძე  

  ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” „კანონის, მედიისა და სამართლის” პროექტის კოორდინატორი; 

ზაზა მეიშვილი

– უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;

ალექსანდრე  იმედაშვილი

– დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პროკურორი;

კახა ასლანიშვილი

– საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი;

მამუკა ჯიბუტი

– სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი;

ნინო მირზიკაშვილი

– საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულირების             დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 

მაკა კვაჭაძე 
      

– პროექტის „დახმარება საქართველოს სახალხო დამცველს” მთავარი ექსპერტი.