საქველმოქმედო აქცია-კონცერტი დევნილთა საერთაშორისო დღეს

26.01.2010

 

20 ივნისს, დევნილთა საერთაშორისო დღეს,  კოალიცია “დევნილთა უფლებებისათვის” ორგანიზებით, გორში საქველმოქმედო აქცია-კონცერტი ჩატარდა, რომელსაც  შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული 1000-მდე დევნილი დაესწრო.  

აქციაზე შემოწირული თანხა, რომლის ნახევარი ფონდმა “ღია საზოგადოება – საქართველო” გაიღო,  აგვისტოს კონფლიქტის დროს დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის შვილების ბათუმში დასვენებასა და ფსოქო-სოციალურ რეაბილიტაციას მოხმარდება. 

აქცია-კონცერტის ორგანიზატორი – კოალიცია “დევნილთა უფლებებისათვის” ფონდის მხარდაჭერით აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ ჩამოყალიბდა. ის 10 არასამთავრობო ორგანიზაციასა და საინიციტივო ჯგუფს აერთიანებს, რომლებიც  სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული დევნილების ინტერესებისა და უფლებების დაცვაზე არიან ფოკუსირებული.

ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” გარდა, ღონისძიებას მხარი დაუჭირეს  “PSP ჯგუფმა”, “Socar Georgia Petroleum”-მა,  ფარმაცევტულმა კომპანიამ “ჯიპისი”, “ტაოპრივატბანკმა”, “CaunterPart”-მა.

 

თინიკო ბოლქვაძე
ადამინის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამა