საქველმოქმედო გამოფენა

30.01.2013

ხუთაშაბათს 31 იანვარს საღამოს 5 საათზე ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” გიწვევთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენაზე.

“ღია გალერეაში” წარმოდგენილი იქნება გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც დამზადებულია პროექტის ‘სოციალური თერაპიის როლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების რეაბილიტაციასა და დასაქმებაში’ ფარგლებში. გამოფენაში მონაწილეობას იღებენ პროექტის ბენეფიციარები. პროექტის მიზანია, სოციალური თერაპიის სახლის შექმნა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების დასაქმება.

ინიციატივას ახორციელებეს ქ. რუსთავში არსებული ორგანიზაცია “ნერვული დაავადებებით დაავადებული ბავშვების მშობელთა ასოციაცია” ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.