ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” საჯარო ადმინისტრირების და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში განხორციელებული პროექტების და მომზადებული ანგარიშების პრეზენტაცია სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტი”
26 ოქტომბერი, 2007 წელი პრეზენტაციის დღის წესრიგი:
16:00 – პრეზენტაციის გახსნა;
16:05 – პროექტი: “საქართველოში კეთილსინდისიერი ქცევის უზრუნველმყოფი ეროვნული სისტემის პარამეტრების განსაზღვრა” (An Assessment of Georgia’s National Integrity System: The GNISA Project);
პროექტის: “საქართველოში კეთილსინდისიერი ქცევის უზრუნველმყოფი ეროვნული სისტემის პარამეტრების განსაზღვრა” ფარგლებში საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (“TIRI” – ინგლისი), გრიფიტის უნივერსიტეტის “ეთიკის, მართვისა და სამართლის ინსტიტუტის” (ავსტრალია), “მშვიდობის დემოკრატიის და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტის” მიერ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები: ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”.
16:15 – პროექტი: “საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების წლიური ანგარიში – 2006”;
ფონდის კანონის უზენაესობის და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის შიდა პროექტის ფარგლებში მომზადებული ” “ადგილობრივი დემორატიის განვითარების წლიური ანგარიშის” პრეზენტაცია.
16:25 – პროექტი: “ყველაფერი კანონმდებლობისა და პროცედურების შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობებს”;
ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო” კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის, ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის პარტნიორული პროექტი. პროექტის ფარგლებში მომზადებული ელექტრონული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია.