
პრეზენტაციაზე დასახელდნენ ყველაზე ანგარიშვალდებული და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები. დაჯილდოვდნენ ის სახელმწიფო უწყებები, რომლებიც ყველაზე ეფექტურად უზრუნყველყოფენ საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებას. ყველაზე დახურულ საჯარო უწყებად თავდაცვის სამინისტრო გამოცხადდა, რისთვისაც სპეციალური პრიზი-ბოქლომდადებული სერთიფიკატი მიიღო.
“ჩვენი მიზანი არ არის, რომ ვამხილოთ ყველაზე დახურული უწყება. ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებამ კანონით მინიჭებული უფლებით
ამავე ღონისძიებაზე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა წარმოადგინა ახალი პუბლიკაცია „ინფორმაციის თავისუფლება – გზამკვლევი”.
გზამკვლევი ეფუძნება ინსტიტუტის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკას. კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით ნაშრომი რეალურად ასახავს საქართველოში არსებულ ვითარებას და სრულ წარმოდგენას უქმნის მკითხველს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, წიგნი წარმოადგენს ერთგვარ სახელმძღვანელოს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ. პუბლიკაციაში განმარტებულია საჯარო ინფორმაციის არსი და მოქალაქეების უფლებები საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნასთან დაკავშირებით.
გზამკვლევის მიზანია, დაინტერესებულ პირებს მისცეს სათანადო თეორიული ცოდნა და დაეხმაროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მართებულ გაგებაში და გამოყენებაში.
###
www.OPENDATA.ge 2010 წლის 16 დეკემბერს გაიხსნა. ეს არის საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსებულია ინფორმაცია სამინისტროების ბიუჯეტების და სარეზერვო ფონდების, სამინისტროების მიხედვით სახელფასო ფონდების, მინისტრებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეთა პრემიების შესახებ. ვებგვერდზე განთავსებული მასალა ეყრდნობა თავად სამინისტროების და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ოფიციალურად მოწოდებულ ინფორმაციას.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.