სემინარის მონაწილეებმა შეიმუშავეს სტრატეგია, თუ როგორ შეიძლება არასამთავრობო სექტორმა გავლენა მოახდინოს საბიუჯეტო პროცესის მსვლელობაზე

21.01.2010

3-დან 6 ივლისის ჩათვლით ფონდმა “ღია საზოგადოება საქართველო” ჩაატარა სემინარი თემაზე: “ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგების ადვოკატირება”. სემინარი ჩაატარა ქალბატონ შამელა კასსიემ, მოწვეულმა ექსპერტმა საბიუჯეტო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციიდან “საერთაშორისო საბიუჯეტო პროექტი” (International Budget Project).

სემინარის მონაწილეებმა შეიმუშავეს სტრატეგია, თუ როგორ შეიძლება არასამთავრობო სექტორმა გავლენა მოახდინოს საბიუჯეტო პროცესის მსვლელობაზე, როგორ შეუძლიათ მათ გამოიყენონ მონიტორინგის შედეგები პოლიტიკის შემუშავების და ბიუჯეტის პრიორიტეტების შედგენისას და ა.შ.