სოციალური მედიის როლი, მისი მუშაობა და ეფექტურად გამოყენება სხვადასხვა კამპანიების განხორციელებისას, რა გავაკეთოთ და რა არა, როგორ მივაწდვინოთ ჩვენი სათქმელი აუდიტორიას- ამ კითხვების აქტუალობა დღითიდღე იზრდება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიაორგანიზაციებისთვის, საჯარო ორგანიზაციებისთვის თუ ბიზნესკომპანიებისთვის, რომელთაც სურთ, რომ საზოგადოებასთან ეფექტურად იურთიერთონ. მოზღვავებული საინფორმაციო ნაკადის ფონზე ორგანიზაცია ეფექტურად უნდა წარმოჩნდეს, ინფორმაციის მიმღებმა კი „ჩვენი” მიწოდებული მასალა ათასობით შემოთავაზებული ინფორმაციიდან უნდა გამოარჩიოს.
სწორედ ამ თემებზე გაიმართა სემინარი თელავში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჯანდაცვის კუთხით ადამიანის უფლებებზე მუშაობენ. ტრენინგებს უძღვებოდნენ თამარ გურჩიანი, იურისტი და სოციალური მედიის ექსპერტი და გიორგი კალატოზიშვილი, ჟურნალისტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი და ტელეკომპანია „დიას” ხელმძღვანელი.
ორი დღის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, შეესწავლათ და პრაქტიკულად შეესრულებინათ ის პირველი ნაბიჯები, რაც სოციალურ მედიაში ორგანიზაციის და მისი საქმიანობის წარმოჩენისთვის არის საჭირო. გაეცნენ ონლაინ კამპანიების ცუდ და კარგ მაგალითებს, შეისწავლეს „გუგლის” დოკუმენტების, კელენდრის და სხვა თანამედროვე შესაძლებლობების გამოყენება. გაეცნენ წარმატებული კამპანიებს.
„ერთერთი მთავარი, რაც ადასტურებს, რომ ონლაინ კამპანია წარმატებულია არის ის, როცა ჩვენ ვხედავთ ამ კამპანიის გადანაცვლებას ინტერნეტსივრცის გარეთ. ეს არის შემთხვევა, როცა ონლაინ კამპანია „ოფლაინში” გადადის”- ამბობს გიორგი კალატოზიშვილი.
„ეს სემინარი არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იყო ჩემთვის, რომ უკეთ დამენახა რა გავაკეთოთ და რა- არა, როგორ შევარჩიოთ აუდიტორია სწორად, როგორ ვიყოთ ვიყო ზომიერი ჩემი აუდიტორიისთვის სათქმელის მიწოდებისას. ეს იყო ერთერთი ყველაზე პრაქტიკული სემინარი, რომელშიც კი ოდესმე მიმიღია მონაწილეობა”- ამბობს გურჯაანში არსებული ორგანიზაციის „ხელი ხელს” წარმომადგენელი, დავით ნადირაძე.