სოფელ შინდისის საშუალო სკოლის ტერიტორიის დასუფთავებასა და გამწვანებაში პროკურორები მონაწილეობდნენ. ვრცლად…

25.01.2010


ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო” და საქართველოს გენერალური პროკურატურის  ერთობლივი პროექტის – “საზოგადოებრივი პროკურატურა” ფარგლებში, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის ინიციატივით  2008 წლის 12 აპრილს დიდგორის რაიონში, სოფელ შინდისის საშუალო სკოლის ტერიტორიაზე გაიმართა აქცია. ამ აქციაში, რომლის ფარგლებშიც დასუფთავდა და გამწვანდა სკოლის ტერიტორია, მონაწილეობდნენ ამავე სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები, საქართველოს გენერალური პროკურორი და ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორები.

პროკურორებმა ბავშვებთან ერთად დაასუფთავეს, ხის ნერგებით გაამწვანეს და კეთილმოაწყვეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია. მოსწავლეებისთვის გაიმართა სამართლებრივ თემატიკის თამაში-ვიქტორინა, რომელშიც გამარჯვებულები პროკურორებმა წამახალისებელი საჩუქრებით დააჯილდოვეს. 

თამარ ქალდანი და დავით მეტრეველი
კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამა