სოციალური თერაპიის სახლის ბენეფიციარებმა ფონდის ოფისში სპექტაკლი გამართეს

26.01.2010

 

28 მაისს ფონდში “ღია საზოგადოება – საქართველო” სოციალური თერაპიის სახლის ბენეფიციარებმა  სპექტაკლი გამართეს და წარმოადგინეს ნაწყვეტები სპექტაკლიდან “ზაფხულის ღამის სიზმარი”. ფონდის თანამშრომლებთან ერთად სპექტაკლს დაესწრნენ სოციალური რეაბილიტაციის და ადაპტაციის ცენტრის – “აისი” აღსაზრდელები. 

კავშირის “ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ”- სოციალური თერაპიის სახლის ბენეფიციარებს ფონდი სისტემატურად მასპინძლობს. ფონდის თანამშრომლებმა მსახიობებს და სტუმრებს საჩუქრების გადასცეს.

სოციალური თერაპიის სახლში, სადაც ფუნქციონირებს მეორადი ქაღალდების გადამამუშავებელი სახელოსნო, ბენეფიციარები სოციალური თერაპევტების დახმარებით  ახალ, ლამაზი დიზაინის ფერად ქაღალდებს ამზადებენ და მისგან სხვადასხვა ნივთებს ქმნიან.

ბენეფიციარები თვეში ერთხელ ფონდში სტუმრობისას თანამშრომლების მიერ შეგროვილ მეორად ქაღალდს ადგილზე აქუცმაცებენ და შემდეგ საკუთარ სახელოსნოებში გადამუშავეული ქაღალდიდან ამზადებენ სხვადასხვა ნოვთებს – კონვერტებს, მძივებს, საყურეებს, დეკორატიულ ნივთებს და სხვა პროდუქციას.

 

 

თინათინ თუშიშვილი