რუსული კანონის საქმეზე, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო განიხილავს, რვა მესამე მხარის მოსაზრებაა წარდგენილი. ეს მოსაზრებები სასამართლოს საქართველოს კონტექსტის უკეთეს გააზრებაში და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. საერთო ჯამში, მესამე მხარის მოსაზრებების ავტორები რუსულ კანონს რუსეთის მოდელზე შექმნილ, დისკრიმინაციულ მექანიზმად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ მისი მიზანი საქართველოში არასამთავრობო სექტორის საქმიანობის შეზღუდვაა.
მესამე მხარის მოსაზრების ინიციატორები თავად არ არიან დავის მხარეები, თუმცა აქვთ საჯარო, პროფესიული ან სამართლებრივი ინტერესი იმისა, რომ დაცული იყოს საყოველთაოდ მნიშვნელოვანი ისეთი უფლებები, როგორიცაა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება თუ სხვა ძირითადი უფლებები – ის, რასაც სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, სხვა მოსარჩელეებთან ერთად, რუსული კანონის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეშვეობით ცდილობს.
სტრასბურგის სასამართლოს მიერ ასეთი უპრეცედენტო რაოდენობის მესამე მხარის მოსაზრებების დაშვება ნიშნავს, რომ სასამართლო ხედავს რუსული კანონის საქმის მნიშვნელობას ევროპული პრაქტიკის კონტექტში – ანუ, საქმე აღიქმება როგორც საჭირო დისკუსიის საგანი ევროპული კონვენციის ინტერპრეტაციისთვის. როგორც წესი, სასამართლო კიდევ უფრო მეტად ფრთხილად და სიღრმისეულად უდგება საქმის განხილვას იმ შემთხვევაში, როცა მესამე მხარის არგუმენტებს წარადგენს ვენეციის კომისია და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი – როგორც ეს არის რუსული კანონის საქმის შემთხვევაში.
მესამე მხარის მოსაზრებების ავტორები ოფიციალურად დეკლარირებულ „გამჭვირვალობის“ მიზანს ეჭვქვეშ აყენებენ და რუსულ კანონს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შემზღუდველ, დისკრიმინაციულ და მასტიგმატიზებელ კანონმდებლობად განიხილავენ, რომლის მიზანია არასამთვრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეუძლებლობა საქართველოში.
სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეზე წარდგენილი მესამე მხარის მოსაზრებები:
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.