სტუდენტები ჯანმრთელობის უფლებაზე

14.05.2014

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) მედიამენეჯმენტის სკოლის სტუდენტებმა 15 მაისს ‘ფრონტლაინ კლუბში’ ადამიანის უფლებების თემაზე შექმნილი ისტორიების პრეზენტაცია გამართეს. 

სტუდენტების ნამუშევრებში აქცენტია ჯანმრთელობის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. საკომუნიკაციო საშუალებად შერჩეულია კომუნიკაციის თანამედროვე საშუალება ე.წ ინფოგრაფიკა, რომელიც ძირითადად ეხება პალიატიურ მზრუნველობას, შეზღუდულ შესაძლებლობებს და ა.შ. ნამუშევრებს Newscafe.ge-ს ვებგვერდზე ნახავთ.