სტუდია ”მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიება

01.04.2011

პარასკევს, 01 აპრილს, 17.00 საათზე საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სტუდია ”მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაცია.

ჟურნალისტური გამოძიება ეხება საქართველოში ჯანდაცვის სისტემაში არსებულ დეფიციტურ პროგრამებს, დაფინანსების მიღმა დარჩნილ უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს და 2009 წლიდან გაჩენილ ასაკობრივ ბარიერებს, რის შედეგადაც საზოგადოების დიდი ნაწილი ხელმისაწვდომი ჯანდაცვის გარეშე დარჩა.

ასევე ფილმში ყურადღება შეჩერებულია იმ გარემოებაზე, რომ დაფინანსება პროგრამებით გათვალისწინებული ასაკობრივი ჯგუფისთვისაც არ არის საკმარისი.

სიუჟეტში მოყვანილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ორგანიზაციის 193 წევრ ქვეყანას შორის საქართველო ბოლოდან მესამე ადგილზეა. ის წინ მხოლოდ მეანმარსა და გვინეას უსწრებს.