პრეზენტაცია ჩატარდება პარასკევს, 25 აპრილს 18:00 საათზე, ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველო” ოფისში.
მისამართი: ჭოველიძის ქ.10, თბილისი,
ფილმი ეხება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შემავალი ქალაქ ჯვარისა და მისი მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ინიციატივას.ქალაქ ჯვარისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიდან გამოსავალს წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან გამოყოფასა და დამოუკიდებელი ერთეულის შექმნაში ხედავს. ხელისუფლებისადმი მოთხოვნის წარსადგენად ჯვარელებმა 12 000-მდე ხელმოწერა შეაგროვეს. როგორ რეაგირებენ მოსახლეობის მოთხოვნაზე ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. ჯვარელები ახლა საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის გადაწყვეტილებას ელიან.
ფილმი მომზადა სტუდიამ “რე” ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველო” მხარდაჭერით. ფილმის ხანგრძლივობაა 32 წუთი.