ტრანსატლანტური პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპის მიმართ

08.04.2011

კონსტანც სტელცენმიულერი, ტრანსატლანტიკურ საკითხებში  გერმანიის მარშალის ფონდის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი

რუმინეთის არასამთავრობო ორგანიზაციის “ქალები საერთაშორისო უსაფრთხოებაში” (WIIS) და ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით 26 თებერვალს, “თბილისი მარიოტში” გაიმართა დებატები თემაზე: ევროატლანტიკური პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპის მიმართ.

შეხვედრას კონსტანც სტელცენმიულერი, ტრანსატლანტიკურ საკითხებში  გერმანიის მარშალის ფონდის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი უძღვებოდა. აღმოსავლეთ ევროპის მიმართ ტრანსატლანტური მიდგომები კონსტანც სტელცენმიულერის ავტორობით გამოცემული სტატიის  „იარეთ მაგრამ ისწავლეთ საღეჭი რეზინის ღეჭვაც, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ: ტრანსატლანტიკური მიდგომები აღმოსავლთ ევროპის ახალი პოლიტიკის მიმართ.” („Walk-but Learn to Chew the Gum Too, After the Russo-Georgian War of 2008: Transatlantic Approaches to a New Eastern Policy“) საფუძველზე იქნა განხილული.

დებატები მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართ არსებული ტრანსატლანტიკური პოლიტიკის მიმდინარე მდგომარეობის და არსებული პრობლემების განსაზღვრას და ამის საშუალებით ტრანსატლანტიკური საზოგადოების აღმოსავლეთის სამეზობლოში პოლიტიკის განხილვის განახლებული ენერგიით გაგრძელებას.

ევროპულ და ტრანსატლანტიკურ პოლიტიკაში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართ შეინიშნება ევროატლანტიკური საზოგადოების აღმოსავლეთის სამეზობლოს შესახებ სტრატეგიული ხედვის ნაკლებობა. არ არსებობს დასავლეთის ცალკეული ქვეყნების  პოლიტიკური ნება დროებით გვერდზე გადადონ საკუთარი ინტერესები რეგიონის ევროპულ და ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საერთო მიზნის მისაღწევად.

აღნიშნული დეფიციტი ევროატლანტიკურ საზოგადოებასა და მის აღმოსავლეთის მეზობლებს შორის ურთიერთობაზე აისახება. გიგა ზედანია, მაგდა მაღრაძე ევროკავშირსა და ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ისეთი პროგრამები, როგორიც „აღმოსავლეთის პარტნიორობა” ან შავის ზღვის ქვეყნების თანამშრომლობაა თითქმის მხოლოდ ქაღალდზე რჩება.  სამაგიეროდ, მცირდება რეგიონში დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში პოლიტიკური და საზოგადოებრივი მხარდაჭერის დონე და იზრდება ანტიევროპული და ანტიდასავლური განწყობა.  ამ დროს კი რუსეთი შექმნილ ვაკუუმს „ახლო საზღვარგარეთის” ქვეყნებში მისი ეკონომიკური და პოლიტიკური დომინირების აღსადგენად იყენებს.

შესაბამისად არსებობს აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს მიმართ თანმიმდევრული და ეფექტიანი ევროპული და ტრანსატლანტიკური პოლიტიკის სასწრაფოდ შემუშავების საჭიროება.  ამის გარეშე ევროკავშირი ვერ დამკვიდრდება რეგიონში, როგორც მნიშვნელოვანი და სანდო მოთამაშე.  გარდა ამისა, მხოლოდ ამ გზით შეიძლება აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის გაძლიერება და უაღრესად საჭირო რეფორმების გატარება.  მხოლოდ პოლიტიკის ამგვარი „გადატვირთვის” საშუალებით თუ შეძლებს ტრანსატლანტიკური საზოგადოება განახორციელოს ძველი, მაგრამ ჯერჯერობით შეუსრულებელი ერთიანი და თავისუფალი ევროპის იდეა.

ინფორმაცია კონსტანც სტელცენმიულერის შესახებ:
1994-2005 წლებში კონსტანც სტელცენმიულერი მუშაობდა ნამბურგის ყოველკვირეული გაზეთის DIE ZEIT პოლიტიკური განყოფილების რედაქტორად.  1998 წლიდან იგი მუშაობდა თავდაცვის და საერთაშორისო საკითხების განყოფილების რედაქტორად; მანამდე იგი აშუქებდა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს, წერდა აფრიკაში და ბალკანეთში ჰუმანიტარული კრიზისის  და აგრეთვე საერთაშორისო კრიმინალური ტრიბუნალის შესახებ.  კონსტანც სტელცენმიულერი ბონის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხის მფლობელია (1992); იგი აგრეთვე ფლობს მაგისტრის ხარისხს სახელმწიფო მართვის  სფეროში (ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის  მთავრობის სკოლა, 1988); მიღებულია აქვს ხარისხი სამართალში ბონის უნივერსიტეტში (1985).  1998-1999 წლებში იგი მუშაობდა ჰარვარდის სამართლის სკოლაში მიწვეული მეცნიერის სტატუსით.  იგი აგრეთვე იყო გერმანიის მარშალის ფონდის სტიპენდიანტი გრინელის კოლეჯში (აიოვა), ვაშინგტონის ვუდროვ ვილსონის ცენტრის საჯარო პოლიტიკის მკვლევარი და რემარკის ფორუმის წევრი (ნიუ იორკის უნივერსისტეთან არსებული რემარკის ინსტიტუტის კონფერენციების სერია).

კონსტანც სტელცენმიულერის დისერტაცია („Direkte Demokratie in den Vereinigten Staaten von Amerika”) გამოიცა ნომოსის მიერ 1994 წელს.  მისი ესეები და სტატიები იბეჭდება გერმანიის მარშალის ფონდის პუბლიკაციებში და შემდეგ გამოცემებში: Foreign Affairs, Internationale Politik, the Financial Times, the International Herald Tribuna და Suddeutsche Zeitung. 

ნახეთ სტატია: Amid Natural and Political Upheavals, Remember Eastern Europe, 22 მარტი, 2011