
ტრენინგების თემატიკა შემდეგია:
მარკეტინგული, ფინანსური და საგადასახადო საკითხები; მეწარმეობის განვითარების სტრატეგიები არამომგებიან ორგანიზაციაში, ბიზნეს გეგმის შემუშავება – ფასილიტატორი: საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრიტრენინგის მონაწილეები კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 160-მა ორგანიზაციამ როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან. მონაწილეთა შერჩევის დროს უპირატესობა მიენიჭა რეგიონულ და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს და შედეგად, ტრენინგისთვის 82 მონაწილე შეირჩა.
ტრენინგში მონაწილე ორგანიზაციებს ასევე მიეცემათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მცირე გრანტების პროგრამაში, რომელიც ხელს შეუწყობს მიღებული თეორიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკაში დანერგვას.
პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრთან და “პარტნიორები – საქართველოსთან” თანამშრომლობით.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.