ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამამ დაასრულა ტრენინგის მსურველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შერჩევის პროცესი.
ამ ეტაპზე ფონდის მიერ კონკურსის საფუძველზე შეირჩევა საქართველოში მოქმედი ერთი ან რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც ტრენინგების მოწყობაში არიან სპეციალიზირებული. კონკურსში გამარჯვებული ტრენინგ ორგანიზაციები თავად დაუკავშირდებიან შერჩეულ მონაწილეებს.
ტრენინგები ჩატარდება 2009-2010 წლების ზამთარში.
შენიშვნა: ფონდი არ იძლევა გარანტიას, რომ ყველა შერჩეული კანდიდატის ინტერესი, კონკრეტული ტრენინგის მიმართ, დაკმაყოფილდება, ვინაიდან ეს დამოკიდებულია იმ საპროექტო წინადადებების ხარისხზე, რომლებსაც ტრენინგების მოწყობაში სპეციალიზირებული ორგანიზაციები წარმოადგენენ. ამავე დროს, თუკი 2009-2010 წლების ზამთარში ვერ მოხერხდება ყველა შერჩეული კანდიდატისათვის ტრენინგის ჩატარება, ფონდი გააგრძელებს მუშაობას ამ კანდიდატთა ინტერესების დასაკმაყოფილებლად.
დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ იხილოთ შერჩეულ კანდიდატთა სია. (ჩამოტვირთეთ)
ანი ახალკაცი
სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორი