ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოსა” და ქსელური პროგრამის „აღმოსავლეთი-აღმოსავლეთის საზღვრებს გარეშე” ხელშეწყობით 2012 წლის 16-21 ივლისს ბაკურიანში, ხოლო 10-15 სექტემბერს თბილისში 40-მდე რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელმა გაიარა ტრენინგი შემდეგ საკითხებში:
• სამოქალაქო ინტერესების დაცვა;
• მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში;
• მხარდამჭერთა მოპოვება.
ტრენინგის პროგრამა მოამზადეს ცვლილებებისა და კონფლიქტების მართვის ცენტრმა „პარტნიორები – საქართველო” და სლოვაკურმა ორგანიზაციამ „პარტნიორები დემოკრატიულ ცვლილებებში”.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ სამოქალაქო ინტერესების დაცვის ძირითად ინსტრუმენტებს, როლური თამაშების მეშვეობით მოემზადნენ სამოქალაქო ინტერესების დაცვის ინდივიდუალური ღონისძიებებისათვის; განიხილეს ადვოკატირების კამპანიებისა და მათი ორგანიზებისას აღმოცენებული შესაძლო პრობლემები; გაანალიზეს თანამშრომლობითი ინტერესთა დაცვის მიდგომების უპირატესობა ტრადიციულ მიდგომებთან შედარებით და დახვეწეს ამ მიდგომით მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.
ტრენინგი ჩატარდა შიდა პროექტის “ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დიალოგის მხარდაჭერა საქართველოს რეგიონებში” ფარგლებში.