26-27 თებერვალს ქ. თელავში (სასტუმრო “რჩეული”) ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო” და საქართველოს “შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჩაატარებენ ტრეინინგს მოსამართლეებისთვის. ტრეინინგის თემაა: “ბავშვზე ზრუნვა”.
ორი დღის განმავლობაში 15 მოსამართლეს (საქართველოს უზენაესი სასამართლო, თბილისის სააპელაციო სასამართლო, თბილისის საქალაქო სასამართლო და რაიონული სასამართლოები) მიეცემა შესაძლებლობა ინტერაქტიულ რეჟიმში სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად იმსჯელოს ისეთ საკითხებზე როგორიცაა: შვილად აყვანა და გაშვილება, საქართველოში სოციალური დაცვის სფეროში გატარებული რეფორმები, დეინსტიტუციონალიზაცია, თანამედროვე მიდგომები ბავშვის აღზრდაში და სხვა.
ტრეინინგს გაუძღვებიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები, სოციალური მომსახურების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის და ბავშვზე ზრუნვის დეპარტამენტის თანამშრომლები და სოციალური სფეროს ექსპერტები.