ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” პროგრამა “აღმოსავლეთ-აღმოსავლეთი: პარტნიორობა საზღვრებს გარეშე” ევროსაბჭოს განათლების პროგრამის “პესტალოცის” ფარგლებში 2 და 3 აპრილს აწყობს ორ ერთდღიან ტრენინგს თემაზე – “მასწავლებლის სწავლის სტილისა და პიროვნული დამოკიდებულების ცვლილებები სასკოლო გარემოში”.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლის პედაგოგებს, განათლების ექსპერტებს და სპეციალისტებს, განათლების ფაკულტეტის სტუდენტებს და განათლების სფეროში მომუშავე პირებს. ტრენინგებს გაუძღვება ბატონი გიორგი ლაცაბიძე (დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. პროგრამა).
ტრენინგები ჩატარდება ქართულ ენაზე მიმდინარე წლის 2 და 3 აპრილს, ფონდის ტრენინგ-ცენტრში (მისამართი: თბილისი, ჭოველიძის ქ. #10, ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” შენობა). დასაწყისი: 10:00სთ.
მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ თანდართული ფაილი – “ინფორმაცია მონაწილეთა შესახებ” და ა.წ 29 მარტამდე მიაწოდოთ პროგრამის კოორდინატორს ნინო კიკნაველიძეს შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: niniko@csf.ge.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ნინო კიკნაველიძეს ან თამარ წერეთელს ნომერზე: 25 04 63.