ფილმის „ჩემი ბიძა პეტრე ოცხელი“ ჩვენება გაიმართა

04.03.2014

1 მარტს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გაიმართა ფილმის „ჩემი ბიძა პეტრე ოცხელი” ჩვენება. ფილმი ეძღვნება თეატრის მხატვარ პეტრე ოცხელს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული სცენოგრაფიის განვითარებაში.

პეტრე ოცხელი მხატვრის წარმატებული შემოქმედებითი კარიერა უკავშირდება კოტე მარჯანიშვილთან თანამშრომლობას, რომელმაც ჯერ კიდევ სტუდენტი სამუშაოდ თეატრში მიიწვია.  ოცხელმა მიატოვა სამხატვრო აკადემია და მესამე კურსიდან თეატრში გადავიდა სამუშაოდ. მან მხო­ლოდ 9 სე­ზო­ნი იმუ­შა­ვა თე­ატ­რ­ში, მაგ­რამ შექ­მ­ნა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რო­მელ­თაც არ­სე­ბი­თი რო­ლი შე­ას­რუ­ლეს ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის განვითარებაში.

ფილმში პეტრე ოცხელის დის შვილი მარინა ოცხელი იხსენებს ბიძას და ყვება მხატვრის ბავშვობის, სტუდენტობის შესახებ, ფილმში დოკუმენტურ ფაქტევს ემყარება, მასში სრულად არის თავმოყრილია მხატვრის ცხოვრება და შემოქმედება,  ფილმში გამოყენებულია ოჯახის ფოტოარქივი, წერილები, რომელსაც ახალგაზრდა მხატვარი დებს წერდა.

პეტრე ოცხელი 1937 წელს რეპრესიებს შეეწირა, იგი დახვრიტეს „მოსკოვში ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყაილბების ბრალდებით”.

ფილმი „ჩემი ბიძა პეტრე ოცხელი” 2002 წელს ფონდის ფინანსური მხარდაჭერით არის გადაღებული, მისი ავტორია დავით ჩუბინიშვილი. ფილმი საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივში ინახება.