2007 წლის 13 აპრილს თავდაცვის სამინისტროს, სამოქალაქო საბჭოსა და საბჭოში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა განიხილეს თავდაცვის სტრატეგიული მომოხილვის (SDR) პოლიტიკური ნაწილი, მისი შემდგომი დახვეწის მიზნით.
13 აპრილს ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ოფისში შედგა ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ თავდაცვის სამინისტროსა და ქართული არასამთავ-რობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე წარმოდგენილი და განხილული იყო თავდაცვის სატრატეგიული მიმოხილვის (SDR) შემაჯამებელი მოხსენების პოლიტიკური ნაწილი. აღნიშნული დოკუმენტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემის ფორმირების საქმეში. მისი მომზადება კი, წარმოადგენს საქართველოს ვალდებულებას ნატოში ინტერგრაციის გზაზე (IPAP ის ვალდებულებების ჩარჩოებში).
შეხვედრაზე გამოთქმული და ასევე, წინასწარ, წერილობით მომზადებული შენიშვნები ეხებოდა დოკუმენტის სტრატეგიული და თავდაცვის დოკუმენტების მიმოხილვით ნაწილებს, პოლიტიკურ და სამხედრო ვარაუდებს 2007-2015 წლებისათვის, თავდაცვის სექტორის პრიორიტეტებს, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების მიზნებს, ამოცანებსა და სტრუქტურას.
თავდაცვის სამინისტროს მხრიდან სამუშაო შეხვედ-რაში მონაწილეობდა თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა.
არასამთავრობო ორგანიზა-ციების მხრიდან კი, დოკუმენტზე მუშაობაში ოცამდე ექსპერტი იღებდა მონაწილეობას.
აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით, შეხვედრაზე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საბჭოს უცხოელი პარტნი-ორების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და შენიშვნები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მის შემდგომ დახვეწას თავდაცვის სამინისტროს მხრიდან. ეს შეხვედრა თავდაცვის სფეროს გამჭვირვალობისაკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და თავდაცვის სამინისტროსა და სამოქალაქო სექტორის წარმატებული თანამშ-რომლობის კარგ მაგალითს წარმოადგენს.