29 თებერვალს, 12 საათზე, ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” სააქტო დარბაზში გაიმართა პროექტის – “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პროვატიზების მონიტორინგი” პრეზენტაცია. პროექტი ხორციელდება “სამოქალაქო განათლების ახალგაზრდული ცენტრის” მიერ ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზების პროცესის გამჭვირვალობის, კანონიერად და ეფექტურად წარმართვის ხელშეწყობა ყვარლის რაიონში, კერძოდ “ქინძმარაულის” ზონაში, სადაც მიწის საბაზრო ფასი საკმაოდ მაღალია.
ირინა ლაშხი
ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის კოორდინატორი