ფონდის ”ღია საზოგადოება – საქართველო” მხარდაჭერით კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის პროექტის ფარგლებში მზადდება “განმარტებითი სახელმძღვანელო იურისტებისათვის ჯანმრთელობის დაცვის სამართალში”

27.01.2010

 

ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის პროექტის ფარგლებში მზადდება “განმარტებითი სახელმძღვანელო იურისტებისათვის ჯანმრთელობის დაცვის სამართალში”.

აღნიშნული წიგნი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ყველა იურისტს ჯანდაცვის და სოციალური სფეროს კანონმდებლობასთან მუშაობის პროცესში.

გზამკვლევი აერთიანებს ჯანდაცვის სფეროში მოქმედ კანონმდებლობას, პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის უფლებებსა და მოვალეობებს, კაზუსებს, საერთაშორისო კონვენციებს და საერთასორისო გამოცდილებას ამ სფეროში.

სახელმძღვანელოს მუშაობის საბოლოო ეტაპზე ა.წ 8-10 იანვარს დაბა ბაკურიანში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ავტორებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სახელმძღვანელოს სისრულეში მოყვანა და საბოლოო რედაქტირება.

 

ნინო კიკნაძე
პროექტის “კანონი, მედია და ჯანმრთელობა” კოორდინატორი