ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” ფინანსური მხარდაჭერით და ოზურგეთის “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი”-ს ორგანიზებით გურიის რეგიონის სკოლებში ჩატარდა კონსულტაციები, ტრენინგები, განხორციელდა სხვადასხვა ინიციატივები, გამოიცა გაზეთი, გაიმართა დისკუსიები და თვითმართველობის პოპულარიზაციის აქცია.
“რაც სხვისაა, – ჩემი მოვალეობაა, რაც ჩემია, – ეგ ჩემი უფლებაა” – ილია ჭავჭავაძე
ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” სამოქალაქო განათლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის “მოსწავლეთა თვითმმართველობები სკოლის დემოკრატიის გარანტი” ფარგლებში (პროექტის განმხორციელებელი ორგანიზაცია – ოზურგეთის “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი”, პროექტის მიზანი – საჯარო სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობების გააქტიურება და თვითმმართველობის წევრების ინფორმირება მათი უფლება-მოვალეობების შესახებ, პროექტის განხორციელების ვადა – 01.12.07-31.12.08) გურიის რეგიონის სკოლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
ჩატარდა კონსულტაციები როგორც თვითმმართველობების ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, ასევე თვითმმართველობის ინიციატივების შერჩევის პროცედურებში;
მოეწყო ტრენინგები პროექტების შემუშავების ტექნოლოგიების თაობაზე. შემუშავდა 2 პროექტი – სკოლის ეზოების მოწესრიგებისა და სპორტული დარბაზების კეთილმოწყობის შესახებ. განხორციელდა სხვადასხვა ინიციატივები – ინტელექტუალური თამაშები, პოეტური საღამო და სპორტული ღონისძიება და სხვა;
გამოიცა გაზეთი “რვას +1” (ივნისი-აგვისტო, ტირაჟით 500 ცალი, რომელშიც დაიბეჭდა სტატიები – “სწავლა სიბერემდე”, “დისკუსია მოსწავლეთა ქცევის კოდექსის გარშემო”, “გთხოვთ, გაცდენა ჩამითვალოთ საპატიოდ” და სხვა);
გაიმართა ახალგაზრდულ თემებთან დაკავშირებით დისკუსიები. დისკუსია რუბრიკით “ვითხოვ სიტყვას!” მიეძღვნა სკოლებში მოსწავლეთა ეთიკის კოდექსს. დისკუსიის შედეგად მომზადდა რეკომენდაციები მათი კოდექსში გათვალისწინების მიზნით. აღნიშნული რეკომენდაციები გურიის მოსწავლეთა პარლამენტის მიერ გადაეცემა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ოქტომბრის თვეში დაგეგმილ შეხვედრაზე;
განხორციელდა ასევე თვითმმართველობის პოპულარიზაციის აქცია, რომლის მიზანიც იყო სკოლის დემოკრატიზაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობის ხაზგასმა.
გიგა ზედანია სამოქალაქო განათლებისა და ინტეგრაციის პროგრამის კოორდინატორი |