ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ეკონომიკური განვითარების პროგრამა ქალაქის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობას აგრძელებს – მიმდინარეობს ფონდის და ქალაქ თბილისის მერიის ერთობლივი სოციალურ-ეკონომიკური პროექტი “დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიის დახმარებით“.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ბიზნესისათვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენისა და განვითარების მსურველთა ტრენინგს, ბიზნესისათვის საჭირო თანხების მიღებაში მხარდაჭერასა და ბიზნეს – კონსულტაციებს, რაც მოგცემთ შესაძლებლობას დაიწყოთ ან გააფართოვოთ თქვენი ბიზნესი.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მოქალაქეთა განაცხადების მიღება, განხილვა და გასაუბრებები. შემოსული ბიზნეს გეგმები გადეგზავნებათ პროექტის პარტნიორ ბანკებს.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.