ფონდი ”ღია საზოგადოება – საქართველო” სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს

20.01.2010


პროექტი “სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება”, რომელსაც ფონდის “ღია საზოგადოება  – საქართველო” ეკონომიკური განვითარების პროგრამა და ფონდის შვილობილი ორგანიზაცია – “ფონდი ტასო” ერთობლივად ახორციელებდნენ გრძელვადიანი, თანმიმდევრულად განვითარებადი საქმიანობის ნაწილია. იგი მიზნად ისახავს საქართველოს სოფლებში მაცხოვრებელ ქალთა გააქტიურებას; ქალთა მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას; დამწყებ მეწარმე ქალთა პროფესიულ მომზადებას მცირე ბიზნესის მართვის სფეროში. თანმიმდევრულად განვითარებადი საქმიანობის ნაწილია.
პროექტის “სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება” სპეციფიკა ის არის, რომ მცირე ბიზნესის გასავითარებლად აუცილებელი პროფესიული ტრენიგი დამწყებმა მეწარმე ქალებმა გაიარეს მას შემდეგ, რაც თავიანთი  ბიზნესის მხარდაჭერა მათ უკვე მიღებული აქვთ.

აქედან გამომდინარე, სასწავლო კურსი, რომელსაც ისინი დაესწრენ, პრაქტიკულ გამოცდილებასა და მცირე ბიზნესის მართვისათვის საჭირო უნარ-ჩვევების მიღებაზე იყო დაფუძნებული.
პროექტში საქართევლოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი 40 ქალბატონო მონაწილეობდა. მათ გაიარეს ხუთდღიანი ტრენინგი “კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში” CTC.

 სასწავლო პროგრამა “ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები” დამწყებ მეწარმეთათვის აუცილებელ ფუნდამენტურ საკითხებს მოიცავდა:

ბიზნესის ხედვა მეწარმის მიერ, მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიის რაობა, ბაზრის შესწავლა, პროდუქტის/მომსახურების განსაზღვრა, მარკეტინგული კომუნიკაცია, დისტრიბუცია და შუამავლები, ფასის წარმოქმნა, ბიზნესის ორგანიზება და სამუშაო პროცესების გამართვა, შემოსავლების, ხარჯების და მოგების დაგეგმვა, ბალნსის დაგეგმვა, ფულადი სახსრების მოძრაობა და ბიუჯეტი, ინვესტიციის შეფასების უმარტივესი ხერხები, ბიზნეს-გეგმის შაბლონი, ბიზნეს ორგანიზაციების ფორმები, ხარჯების და მოგების დაგეგმვა, ბალნსის დაგეგმვა, ფულადი სახსრების მოძრაობა და ბიუჯეტი, ინვესტიციის შეფასების უმარტივესი ხერხები, ბიზნეს-გეგმის შაბლონი, ბიზნეს ორგანიზაციების ფორმები, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საკითხები.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ. 

პროექტის დახურვისას გამართულ პრეზენტაციას ორგანიზატორთა და მონაწილეთა გარდა მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე ნაჩვენები იქნა ფონდის “ტასო” თანამშრომლების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც პროექტის ყველა ეტაპს ასახავდა –
მონაწიელთა შერჩევიდან სერტიფიკატების გადაცემამდე. პროექტის მონაწილეებმა დამსწრეთ  საკუთარი წამოწყების – საკუთარი მცირე ბიზნესის შესახებ უამბეს.