ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში ფონდის შვილობილ ორგანიზაციასთან – “ფონდი ტასო” ერთობლივად განხორციელდა პროექტი “სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება”.
პროექტში საქართევლოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი 40 ქალბატონი მონაწილეობდა. მათ გაიარეს ხუთდღიანი ტრენინგი “კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში” CTC. სასწავლო პროგრამა “ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები”
დამწყებ მეწარმეთათვის აუცილებელ ფუნდამენტურ საკითხებს მოიცავდა: ბიზნესის ხედვა მეწარმის მიერ, მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიის რაობა, ბაზრის შესწავლა, პროდუქტის/მომსახურების განსაზღვრა, მარკეტინგული კომუნიკაცია, დისტრიბუცია და შუამავლები, ფასის წარმოქმნა, ბიზნესის ორგანიზება და სამუშაო პროცესების გამართვა, შემოსავლების, ხარჯების და მოგების დაგეგმვა, ბალნსის დაგეგმვა, ფულადი სახსრების მოძრაობა და ბიუჯეტი,
ინვესტიციის შეფასების უმარტივესი ხერხები, ბიზნეს-გეგმის შაბლონი, ბიზნეს ორგანიზაციების ფორმები, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საკითხები.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.