ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველო” საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისთვის გაწეული დახმარებისთვის დაჯილდოვდა

25.01.2010

 

 

წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA) 2009 წლის კურსის გამოშვება იზეიმა. ეს  ინსტიტუტის მეთოთხმეტე გამოშვებაა. მაგისტრის დიპლომი 154 კურსდამთავრებულს  7 სხვადასხვა სპეციალობაში გადაეცა. ესენია: სახელმწიფო მმართველობა, საჯარო პოლიტიკა, თვითმმართველობა და ადგილობრივი მმართველობა, მედია და კომუნიკაციის მენეჯმენტი, ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტი, საერთაშორისო პოლიტიკა და საერთაშორისო სამართალი.

სასწავლებლის უმთავრესი მიზანია საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება ახალგაზრდა თაობების აღზრდისა და განათლების გზით. დაარსების დღიდან, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო” იყო ერთერთი პირველი დონორი ორგანიზაცია, რომელმაც გრანტების გაცემის თუ სხვა სახის თანამშრომლობის გზით,  დიდი წვლილი შეიტანა სასწავლებლის განვითარების საქმეში.

წლების მანძილზე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისთვის  გაწეული დახმარებისა და თანადგომისათვის სასწავლებელმა ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო” საზეიმო ვითარებაში სიგელით დააჯილდოვა.