ფონდი ”ღია საზოგადოება – საქართველოს” დაფინანსებით ჩატარდა რეგიონალური მედიის ხელმძღვანელების ტრენინგი მარკეტინგში, მენეჯმენტსა და ბიზნესის სტრატეგიულ განვითარებაში

27.01.2010

 

16-21 მარტს ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” დაფინანსებით ჩატარდა  რეგიონალური მედიის ხელმძღვანელების ტრენინგი მარკეტინგში, მენეჯმენტსა და ბიზნესის სტრატეგიულ განვითარებაში, რომელსაც ორგანიზება გაუწია  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიურმა სკოლამ.

ტრენერებად მოწვეული იყვნენ უკრაინელი საგაზეთო მენეჯმენტის სპეციალისტი ოლეგ ხომენოკი და ბიზნეს განვითარების სპეციალისტები გიორგი თურქია და ზურაბ ლილუაშვილი.  გურჯაანიდან, რუსთავიდან,  გორიდან, ახალციხიდან, ქუთაისიდან, ოზურგეთიდან, ლანჩხუთიდან, ფოთიდან და ბათუმიდან ჩამოსულმა მონაწილეებმა ტრენინგის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ რომ მათ თავიანთი გამოცემების განვითარების პრიორიტეტები ახლებურად გაიაზრეს და კარგი რჩევები მიიღეს სარეკლამო გაყიდვებთან დაკავშირებით.

 

 

 

ხატია ჯინჯიხაძე
მედიის მხარდაჭერის პროგრამა